გია ყანჩელის ნაწარმოები – Al Niente პირველად შესრულდება საქართველოში 2016-09-28 03:54:15


3 ოქტომბერს, 19:30 საათზე, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრისა და ნიკოლოზ რაჭველის მიერ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში  გია ყანჩელის ნაწარმოები – Al Niente-ს სიმფონიური ორკესტრისათვის პირველად შესრულდება საქართველოში.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კონცერტზე აგრეთვე შესრულდება კარლ მარია ვებერის უვერტიურა ობერონი და მაქს ბრუხის კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიური  ორკესტრისათვის N1.
ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს ნიკოლაი ალექსეევი უდირიჟორებს, სოლისტი – ლეონ ბლეხი.
მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ხელოვანთა კავშირი „კონცეპტ არტი“ და კომპანია „ბადაგონი“. საინფორმაციო მხარდამჭერები: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“, მედიაჰოლდინგი „პალიტრა“ და საინფორმაციო ცენტრი 118 08.

წყარო