ქართველი სპეციალისტები ვერტიკალური პარკინგის სისტემის გამოცდას რამდენიმე თვეში ვარაუდობენ 2016-09-29 03:15:58


ქართველი სპეციალისტები ვერტიკალური პარკინგის სისტემის გამოცდას რამდენიმე თვეში ვარაუდობენ - ამის შესახებ „Sputnik-ს" პროქტის ხელმძღვანელმა მალხაზ ცისკარიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, იდეა ეხება ავტომობილების განთავსებას არა ჰორიზონტალურ, არამედ ვერტიკალურ სივრცეში, რათა ქალაქი ავტომობილებისგან განიმუხტოს, ასევე მოხდეს ავტომობილების პარკირება ისე, რომ ხელი არ შეეშალოს სხვა მოძრავ ავტომობილებს და არ შეიქმნას საცობები.

„ წარმოიდგინეთ „ ეშმაკის ბორბალი" ოღონდ ელიფსურად გაწერილი, რომ ნაკლები სივრცე დაიკავოს. ეს იქნება ლითონის დასაშლელი კონსტრუქცია და ლიფტის სისტემა, ავტომობილი დადგება პლატფორმაზე და სპეციალურ ღილაკზე ხელის დაჭერით ავა ზევით, როდესაც მძღოლს მანქანის დაბრუნება მოუნდება სპეციალური კოდით შეძლებს ავტმობილის პლატფორმაზე დაშვებას." აცხადებს ცისაკრიშვილი.

წყარო