დიდ ბრიტანეთში იმიგრანტებს „ჯანმრთელობის გადასახადი“ დაუწესდებათ 2013-07-05 14:10:26


 

 

იმ ქვეყნების მოქალაქეებს რომლებიც არ არიან ევროკავშირის მოქალაქეები, დიდი ბრიტანეთში ექვს თვეზე მეტ ხანს რჩებიან, ვალდებული იქნებიან წელიწადში გადაიხადონ 200 გირვანქა სტერლინგი , რათა ისარგებლონ სამედიცინო მომსახურებით.

ასეთი მოსაზრება შემთხვევით არ წარმოიშვა. არსებობს მოსაზრება, რომ მრავალი უცხოელი სწორედ სამკურნალოდ და ექიმთან კონსულტაციისთვსი ჩამოდის დიდ ბრიტანეთში. ჯანმრთელობის დაცვისი სამინისტროში განაცხადეს, რომ ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სამსახური უცხოელებზე წელიწადში ხარჯავს 30 მილიონ გირვანქა სტერლინგს.

რაც შეეხება სტუდენტებს, ისინიც გადაიხდიან სამედიცინო მომსახურების საფასურს, თუმცა კონკრეტული თანხა ჯერ დადგენილი არ არის.

ამ ინოვაციას მისი ინიციატორების თქმით ერთი გამართლება აქვს, დიდ ბრიტანეთში ცხოვრების მსურველებმა ისეთივე წვლილი უნდა შეიტანონ ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკაში, როგორც ამას გადასახადების გადამხდელები აკეთებენ.

ჯანდაცვის მინისტრი ჯერემი ჰანტი აცხადებს: „ჩვენ გვსურს გავაგებინოთ ყველას, რომ ჩვენი ეროვნული ჯანდაცვის სააგენტო საერთაშორისო ორგანიზაცია არ არის. მე მზად ვარ აღმოვფხვრა სისტემის ბოროტად სარგებლობის ნებისმიერი მცდელობა“

ამასთან, ექიმები შიშობენ რომ მათ „მესაზღვრეების“ ფუნქცია დაეკისრებათ, მოუწევთ რა პაციენტის სტატუსის შემოწმება.