პლანეტა და ნაგავი 2013-10-04 08:07:36


როგორ გადავჭრათ პლანეტაზე კლიმატთან დაკავშირებული პრობლემები? ამ შეკითხვაზე თეატრ „პოლკას“ მაყურებლები გარკვეულ პასუხს ითხოვენ, თუმცა მასზე პასუხის გაცემა ჯერ ვერავინ მოახერხა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ საჭირბოროტო შეკითხვაზე პასუხს თავად  მაყურებლები იპოვიან საკუთარ ჩვეულებებსა და შეხედულებებზე დაყრდნობით. ისინი განიხილავენ ყოფით პრობლემებს, დაწყებული სოციალური უთანასწორობიდან, დამთავრებული ნარჩენების გადამუშავებით. ეს ინტერაქტიული სპექტაკლი მოიცავს მსჯელობას, კამათს და გამოსავლის პოვნას.

26 ოქტომბრამდე

რეკომენდირებული ასაკი:  9 - 13 წელი
ბილეთის ფასი:  £8,00 -  £12,00

Polka Theatre
240 The Broadway
Wimbledon
London SW19 1SB
მეტროს სადგური: Wimbledon

ტელ. 020 8543 4888
www.polkatheatre.com