ლიმბო | 2014-07-09 13:50:59 |
![]() ეს შოუ ნამდვილად დიდ მოწონებას დაიმსახურებს ყველაში, ვისაც უყვარს საცირკო წარმოდგენები. აქ უშიშრად ყლაპავენ უზარმაზარ, მახვილ ხანჯლებს, აფრქვევენ ცეცხლს, აჩვენებენ აკრობატიკის საოცრებებს და აოცებენ მაყურებელს ნამდვილი ჯადოქრობით. შოუ მიმდინარეობს ბოშური ჯაზ-ბენდის თანხლებით. დასაწყისში ყველაფერი იმდენად არაბუნებრივია, რომ მაყურებელს იმედგაცრუების გრძნობა ეუფლება და ამ დროს შოუ იკრეფს ტემპს, ჯამბაზები შეუდარებელი მუსიკის თანხლებით თავბრუს ახვევენ მაყურებელს და დიდ აღფრთოვანებაში მოყავთ მთელი პუბლიკა. და ბოლოს მივდივართ საოცარ ფინალამდე, რომელიც მაყურებლის ხანგრძლივი ოვაციით გვირგვინდება.
London Wonderground ბილეთის საფასური: 10-50 გირვანქა სტერლინგი ნინი გვარჯალაძე
|