იურიდიული ჟურნალი „მართლმსაჯულება და კანონი“ 10 წლისაა 2014-10-27 12:56:03


საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის ჟურნალი „მართლმსაჯულება და კანონი“ 2004 წლიდან გამოდის. ჟურნალი თავდაპირველად ABA/CEELI-ის (ამერიკის იურისტთა ასოციაციის ცენტრალური ევროპისა და ევრაზიის სამართლებრივი ინიციატივა) და  USAID-ის (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) ფინანსური მხარდაჭერით გამოდიოდა. აღსანიშნავია, რომ იმ დროისათვის ქვეყანაში აშკარად შეინიშნებოდა იურიდიული პერიოდიკის სიმწირე. ჟურნალის გამოცემის მიზანი იყო საქართველოს მოსამართლეებისათვის ბეჭდვითი სამეცნიერო ტრიბუნის შექმნა, ასევე საკანონმდებო თუ სხვა სიახლეების გამოქვეყნება. ჟურნალის ფურცლები, გარდა მოსამართლეებისა ეთმობა იურიდიული სფეროს მეცნერებს, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს. ჟურნალის ყველა ნომერი გამოდის პერიოდიკის სრული დაცვით და საქართველოს მასშტაბით ყველა მოსამართლეს ურიგდება.

2006 წლიდან ჟურნალის ფინანსური უზრუნველყოფა საქართველოში ეუთოს მისიამ განაგრძო, რომელიც ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდა.

2007-2009 წლებში ჟურნალის გამოცემას საქართველოს მოსამართლეთა ასოციაცია ფინანსურად დამოუკიდებლად ახორციელებდა, ხოლო 2010 წლიდან ჟურნალი „მართლმსაჯულება და კანონი“ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს მოსამართლეთა ეგიდით გამოდის. საქართველოს უზენასემა სასამართლომ აქტიური ინტელექტუალური და ფინანსური დახმარება აღმოუჩინა ჟურნალს, რაც დღემდე გრძელდება. ჟურნალთან შექმნილია სარედაქციო საბჭო, სადაც წარმოდგენილია სამართლის თითოეული დარგის გამორჩეული სპეციალისტი, რომელიც ჩართულია ჟურნალის შემოქმედებით პროცესებში.

ჟურნალს გააჩნია ყველა საერთაშორიო რეგალია კერძოდ, ჩართულია მსოფლიო ბიბლიოთეკათა საერთაშორისო ქსელში, მიღებული აქვს საერთაშორისო კოდიფიკაციის, კლასიფიკაციის ნომერი და შტრიხ-კოდი.

აღსანიშნავია, რომ 2006 წლიდან ჟურნალი „მართლმსაჯულბა და კანონი“ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი საბჭოს მიერ რეფერირებადია ქვეყნის საუნივერსიტეტომასშტაბით, რაც კიდევ მეტ აკადემიურობას მატებს ჟურნალს.

ჟურნალი მიეწოდება საქართველოს პარლამენტის იურიდოულ კომიტეტს, თბილისის სახელმწიფო უნივეწრსიტეტს, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, სამართლებრივ საკითხებზე მომუშავე სხვა არასამთავრობო და უცხოურ ორგანიზაციებს. ჟურნალის ელექტრონული ვერსია თავსდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს და ვებგვერდზე და სხვადასხვა  ელექტრონულ ბიბლიოთეკაში



ლელა კიკალეიშვილი