საშობაო საგალობლების ფესტივალი 2014 2014-12-16 09:41:03


შობა სულ უფრო ახლოვდება. ლონდონელებსა და მის სტუმრებს ქალაქის ცენტრში ტრაფალგარის მოედანზე საშობაო ბაზრობასთან ერთად, საშობაო საგალობლების ფესტივალი ელოდებათ.

1947 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს ტარფალგარის მოედანზე საზეიმოდ აღმართავენ ნორვეგიიდან ჩამოტანილ ნაძვის ხეს, მის ირგვლივ კი ეწყობა ბაზრობა და საშობაო საგალობლების ფესტივალი. საჩუქრების საყიდლად მისულ სტუმრებს ცხელი გლინტვეინით, ცხელი შოკოლადით, ტკბილეულითა და სასუსნავით უმასპინძლდებიან.

დასწრება თავისუფალია. აქვე მოგეცემათ შესაძლებლობა შემოწურულობა გაიღოთ სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდისთვის.

23 დეკემბრამდე

Trafalgar Square, London, WC2N 5DN.